საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ბილაინი" "კავკასუსის" ყიდვას უარყოფს
2016/01/04 20:28:11

 

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა:


"2015 წლის 15 ნოემბერს  ბილაინმა და  ”კავკასუს ონლაინმა ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიაში წილების შერწყმის თაობაზე განცხადება შეიტან .

ილაინი და კავკასუს ონლაინი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. კანონმდებლობის თანახმად მარეგულირებელმა კომისიამ უნდა შეაფასოს შეძენის და გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის გავლენა ბაზარზე .


  5 იანვარს   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ  კომისია  განცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას დაიწყებს.  განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიებს შორის და თუ შეთანხმება შედგა მხოლოდ მასშემდეგ მოხდება შერწყმა.


  კომპანიების წილების შერწყმა გულისხმობს ბილაინის მიერ მხოლოდ კავკასუს ტვ-ის  და სადენიანი ინტერტნეტის სერვისის შეძენას. ბილაინი შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არ არის დაინტერესებული.


შპს „კავკასუს ონლაინის“ აქტივის შესყიდვა კომპანია ბილაინს მისცემს საშუალებას  არსებულ და ახალ აბონენტებს კიდევ უფრო  მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შეთავაზოს."

 

                                                                         ###

VimpelCom, რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი ,საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 14 ქვეყანაში და რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ამსტერდამში, არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინტეგრირებული ტელეკომუნიკაციების მომსახურების ოპერატორი, რომელიც ხმოვან და მონაცემთა მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ტრადიციული და ფართოდიაპაზონიანი მობილური და სტაციონალური სატელეფონო ტექნოლოგიების თვალსაზრისით რუსეთში, იტალიაში, უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, ლაოსში, ალჟირში, ბანგლადეშში, პაკისტანში და ზიმბაბვეში. VimpelCom ოპერირებს მთელს მსოფლიოში და მოიცავს დაახლოებით 740 მილიონიან პოპულაციას. VimpelCom წარმოადგენს მომსახურებას “Beeline”, “Kyivstar”, “WIND”, “Infostrada” “Mobilink”, “banglalink”, “Telecel” და “Djezzy” ბრენდების მეშვეობით. 2015 წლის 31 მარტიდან VimpelCom- ჰყავს 218 მილიონი მობილური ტექნოლოგიები მომხმარებელი კომბინირებულ საფუძველზე. VimpelCom წარმოდგენილია NASDAQ გლობალურ სელექციურ ბაზარზე VIP სიმბოლოთი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. http://www.vimpelcom.com

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია