დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე ე. წ. 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/04 12:56:00

„2016 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ე. წ. 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა“, – აღნიშნული განმარტება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გააკეთა.


როგორც პერტაია განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის გახილვის საგანია და ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახით არის წარმოდგენილი.


„ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მართვის მოწმობებთან მიმართებაში მსგავსი რეგულაცია ფუნქციონირებდეს, არ არსებობს.


იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციაო კამპანია და შესაბამისად, ამის თაობაზე თითოეული მძღოლი ინფორმირებული იქნება“, – წერს პერტაია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3917
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია