საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი გიგი უგულავას შეწყალებაზე უარს აცხადებს
2015/12/28 18:21:44

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც დღეს უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება ჩააბარა, წერილით პასუხობს და განმარტავს, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

"პატივცემულო ხელმომწერებო, მივიღე თქვენს მიერ შედგენილი მიმართვა გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. ჩემთვის ფასეულია მოქალაქე, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი პოზიცია, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები ბრძანდებით. გასაგებია თქვენი ემოცია პატიმრობაში მყოფი ადამიანის მიმართ. მსგავსი ემოცია ბევრჯერ გვქონია ჩვენი მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება. აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

 

წყარო:http://pirveliradio.ge/?newsid=59913


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია