2015 წლის 24 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2ბ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა საახალწლო ღონისძიება „ახდენილი ოცნებების წელი იწყება“. (კლასის ხელმძღვანელი - მარინე ჩიქობავა). ბავშვებმა წარმოადგინეს ზღაპრის ინსცენირება მოწყენილ გოგონასა და ჯუჯებზე. წაიკითხეს ცნობილი პოეტებისა და მწერლების ლექსები და ჩანახატები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები და ცეკვები.