დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“მწვანე კალმის” მეთოდი - აღმოჩენა ნებისმიერი მშობლისა თუ მეუღლისთვის!
2015/12/25 15:16:44

ბავშვების აღზრდასა და ფსიქოლოგიურ საკითხებზე ბლოგის შემქმნელი, ასევე დედა, ტატიანა ივანკო გვიამბობს იმაზე, თუ რამდენად ცუდ გავლენას ახდენს “მონიშნული შეცდომები” ბავშვის მომავალ განვითარებაზე და სამყაროს აღქმაზე. ავტორის არგუმენტები იმდენად საგულისხმოა, ბევრმა მშობელმა მიმართა უკვე ამ მეთოდს: “

 

ცოტა შორიდან დავიწყებ თხრობას. ჩემი ქალიშვილი სკოლაში შესვლამდე არ დამყავდა ბაღში ან სკოლისთვის მოსამზადებელ ჯგუფში. თავად ვამეცადინებდი, ასოების წერაში ვვარჯიშობდით. ჩვენი რვეული კი ასე გამოიყურებოდა:

 

შეცდომებს წითელი კალმით არ ვნიშნავდი, პირიქით – მწვანე კალმით აქცენტს მხოლოდ იმ ასოებსა თუ მოხაზულებებზე ვაკეთებდი, რომლებიც შედარებით კარგად გამოსდიოდა. ამგვარი დავალებების შესრულება ძალიან უყვარდა და თითოეული დაწერილი სტრიქონის შემდეგ მეკითხებოდა: “დედა, ყველაზე უკეთ რომელი გამომივიდა?” მის სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა, როცა საუკეთესო ნამუშევარს გვერდზე ვუთითებდი: “იდეალურია!” რა განსხვავებაა მიდგომაში? უკვე მიხვდით?

 

პირველ შემთხვევაში: ჩვენ აქცენტს შეცდომებზე ვაკეთებთ. მაგრამ რა რჩება თქვენს მეხსიერებაში? მართალია, გამახსოვრდებათ ის ასოები, რომელიც ხარვეზულად დაწერეთ. ზემოთ წითლად დაწერილი “იდეალური” ასოები რამდენად დაგამახსოვრდათ? ალბათ, ნაკლებად, რადგან გვინდა ჩვენ თუ არა, ქვეცნობიერი იმახსოვრებს იმას, რაც გამოყოფილია…

 

ვრცღლად – 
http://www.mshoblebi.ge/fsiqologia/aqtualuri/5560-mtsvane-kalmis-methodi-aghmochena-nebismieri-mshoblisa-thu-meughlisthvis.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია