დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია
2015/12/25 11:01:42

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოქმედი მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. 

 

მურუსიძის კანდიდატურას საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე 14 მოქმედი წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი. 

 

მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ვადა მომავალი წლის აპრილში ეწურება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან განსხვავებით [რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს], სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.  

 

ლევან მურუსიძის არჩევის შემდეგ იუსტიციის საბჭოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს.

 

წყარო: http://liberali.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია