საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მილიარდერები, რომლებიც სიმდიდრის მიუხედავად მოკრძალებულად ცხოვრობენ
2015/12/24 21:58:03

მსოფლიოში არსებობს ისეთი მილიარდერი,რომლებიც გამდიდრების შემდეგაც ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.

 

 

 

 

კარლოს სლიმ ელუ
92977-004-62BDB04F
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად ითვლება. ბოლო 40 წელია მოკრძალებულ, ექვსი საძინებლისგან შემდგარ სახლში ცხოვრობს მსოფლიოს ნომერ მეორე მდიდარი ადამიანი, 74 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი კარლოს სლიმი.
ბიზნესმენი ცნობილია თავისი უცნაურობებით. კერძოდ, საქმიანი შეხვედრების დროს ყოველთვის ატარებს ძველ, იაფიან საათებს და კალკულატორებს. არ ჰყავს მძღოლი და ყოველთვის თავად მართავს საჭეს. იშვიათად დადის პირად მცველებთან ერთად, უარს ამბობს მდიდრულ იახტებზე, თითქმის არასდროს იყენებს კომპიუტერს, პერსონალური ლეპტოპის ნაცვლად კი მნიშვნელოვან ჩანაწერებს ისევ ბლოკნოტში აკეთებს.
კარლოს სლიმი მექსიკაში განათლების და სოციალური სფეროს განვითარებისათვის საკმაოდ დიდ თანხებს დებს.

 

 

უორენ ბაფეტი
926790e935dc14e12395e8ab317f0817
მე-20 საუკუნის ყველაზე წარმატებული ინვესტორის ქონება 72 მილიარდი დოლარია. დღეს ის ომაჰაში ცხოვრობს, 1957 წელს სულ რაღაც 31 500 დოლარად ნაყიდ სახლში, მუდამ თავად ატარებდა მანქანას, რადგან აკეთებდა მძღოლისათვის გადასახდელი ხელფასის ეკონომიას.
არ ჰყავს საკუთარი თვითმფრინავი, იახტა. ფულს არ აძლევს შვილებს, რადგან მიაჩნია, რომ შვილები ფინანსურად დამოუკიდებელი უნდა იყვნენ მდიდარი მშობლებისგან.

 

 

ჩაკ ფინი
chak-fini
Duty Free-ის დამაარსებელი, 84 წლის ამერიკელი მილიარდერი ჩაკ ფინი . მისი ქონება 2 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის 7,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო ისე, რომ 15 წლის განმავლობაში მისი ქველმოქმედების შესახებ არავინ იცოდა.
ამერიკელ მილიარდერს არ აქვს საკუთარი სახლი, არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხშირად მგზავრობს მეტროთი, ზოგჯერ ტაქსითაც, არასდროს მჯდარა ბიზნეს კლასში, მდიდრულ და ელიტრულ რესტორნებს პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში არ მოიძებნება არცერთი ცნობილი დიზაინერის სამოსი, მისი საყვარელი მაჯის საათი კი არც მეტი, არც ნაკლები 15 დოლარი ღირს.

 

 

მარკ ცუკერბერგი
Mark_Zuckerberg_Facebook_social_network_2015_progetto
”ფეისბუქის” დამაარსებლის, 30 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 35,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
არსებული ინფორმაციით, ქონებას დიდი გავლენა არ მოუხდენია მარკზე, რომელიც ძირითადად ერთნაირ, ნაცრისფერ სპორტულ მაისურებში დადის და ”აკკურათი” გადაადგილდება. ის იშვიათად ტოვებს ზედმეტ თანხას რესტორანში.
ერთადერთი ძვირადღირებული შენაძენი კალიფორნიაში მდებარე სახლი გახდა, რომელშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა.

 

 

იან კუმი


იან კუმი-2009 წელს შექმნა WhatsApp-ი მესენჯერი, რომლითაც შესაძლებელია მობილური ინტერნეტის საშუალებით შეტყობინებებს და გამოსახულებებს გადაცემა.
იან კუმი ფლობს 6,8 მილიარდ დოლარს. უკრაინიდან წასული, მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი კომპანია WhatsApp-ი მიჰყიდა Facebook-ს, თუმცა მილიარდერივით მოქცევა არ დაუწყია.

 

 

ტიმ კუკი
kuki
Apple-ს მეთაური, 400 მილიონი დოლარის მფლობელი.
Apple-ის ხელმძღვანელი დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა სილიკონის ველის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მენეჯერად, თუმცა სულაც არ ტკბებოდა ცხოვრებით მისი სტატუსის შესაფერისად.
მთელი მისი ღირებული შენაძენი არის 9,1 მილიონის ღირებულების სახლი პალო-ალტოში.

 

 

სერგეი ბრინი
google_600

Google-ს დამფუძნებელი, ფლობს 30 მილიარდ დოლარს.
ბრინი, პრაქტიკულად, Google-ის დაარსებისთანავე გამდიდრდა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პირადი ვერტმფრენის ფლობას, შეიძლება ითქვას, რომ იგი საკმაოდ იკავებს თავს “ამქვეყნიურ” სიამოვნებაზე.
როგორ ბრინი აღნიშნავს, ბევრი ნივთის გარეშე თავს შესანიშნავად გრძნობს და ცდილობს ძვირადღირებული ნივთების შესაძენმად თავის შეკავებას.
ბრინი დღემდე ყიდულობს სამოსს ფასდაკლებით, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ 219 მილიონი დოლარი ქველმოქმედებაზე დაეხარჯა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია