საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცოლ-ქმრის ქონება მხოლოდ ქმარს არ ეკუთვნის (VIDEO
2015/12/24 21:35:18

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ  აგრძელებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

 

საქართველოში გავრცელებული შეხედულებითა და პრაქტიკით, ცოლ-ქმრის ქონება მხოლოდ ქმარს ეკუთვნის. ამ სტერეოტიპს თანაბრად იზიარებენ კაცებიც და ქალებიც.


საქართველოს კანონმდებლობით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტისგენდერი და საკუთრებამიზანია, მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გაცნობა და საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებასაინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება შეხვედრები, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. მომზადდება საინფორმაციო კლიპები, ბროშურები და ბუკლეტები. ამას გარდა, სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახური, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ  პირს გაუწევს კონსულტაციას.

 

საჯარო რეესტრი გამოხატავს მზადყოფნას, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.

 

 წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია