საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„კადრი ქუთაისში“ – კონკურსანტების დაჯილდოება დღეს გაიმართა
2015/12/24 15:52:40

ფოტოკონკურსი „კადრი-ქუთაისი" დასრულდა. კონკურსი ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. მის მიზანს ნიჭიერი ფოტოგრაფების, როგორც პროფესიონალების, ასევე მოყვარულების, გამოვლენა და ქუთაისში ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს.

 

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და სიგელები გადაეცათ.

 

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართული ფოტოკონკურსი დასრულდა. ფოტოკონკურს „კადრი ქუთაისი“ –ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ ფულადი პრიზი და დიპლომები გადაეცათ.

 

პირველი ადგილი ფოტოგრაფმა  მამუკა კაკაურიძემ დაიკავა, მას 800 ლარი გადაეცა. მეორე ადგილის მფობელი მინდია ჩანქსელიანი გახდა 600 ლარიანი საპრიზო ფონდით.   ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გიორგი კილაძე გახდა და მან 500 ლარი მიიღო.

 

ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციაში "ილო" და "პუბლიკის სიმპატია". ნომინაცია "ილოს" გამარჯვებულმა 400 ლარი მიიღო. პუბლიკის სიმპატია კი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელმა თეონა ჭეიშვილმა დაიმსახურა და მას 300ლარი გადაეცა.

 

ფოტოკონკურსი 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს ფოტოკონკურსს სახელწოდება შეეცვალა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6731
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია