დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერი გადადგა
2015/12/23 20:56:03

ერთი საათის წინ გაკეთებული საგანგებო განცხადების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან წავიდა. 

 

განცხადებაში მას არ დაუკონკრეტების, თუ რატომ მიიღო ეს გადაწვყეტილება. 

 

გზა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე - ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო კარიერა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობით დაიწყო. 


ძალოვან უწყებაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განადგურდა წინა ხელისუფლების დროს ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალები, თუმცა მინისტრობის დროს უწყების პირველი პირი არაერთხელ გახდა ოპონენტების კრიტიკის ობიექტი. 


ძალოვანი სამინისტროს ჩაბარებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ღარიბაშვილი პირდაპირ პრემიერის თანამდებობას იბარებს. მთავრობის ხელმძღვანელის სტატუსს ის ორი წლის განმავლობაში ატარებდა. 


პოსტიდან წასვლამდე ორი დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოების წინაშე განვლილი სამი წლის საქმიანობის ანგარიშით წარდგა. გადამდგარი პრემიერმინისტრის სამ წელს ქეთევან ბერაიამ გადახედა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია