საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მღვდელ-მონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა
2015/12/23 16:24:44

მღვდელ-მონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა, - ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინების ტექსტში, რომელიც დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა.

 

წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. განჩინების მიხედვით, მღვდელმონაზონი ილია საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19-ე კანონების საფუძველზე მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება. განჩინების ტექსტის მედიისთვის გაცნობისას მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა, რომ მღვდელმონაზონ ილიას განცხადებები ძირითადად სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. როგორც მისთვის არის ცნობილი მღვდელმონაზონი ავად არის და სახლში იმყოფება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია