დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იანვარში საგნის გამოცდა 10 586-მა პედაგოგმა და მასწავლებლობის მსურველმა უნდა ჩააბაროს
2015/12/23 12:39:01

2016 წლის პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები 11 იანვარს იწყება და 3 დღე, 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.  საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია. გამოცდები თბილისსა და ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. როდის გადანაწილდება ტესტები საგამოცდო ცენტრებში, სად და როდის აიღებენ ბარათებს მასწავლებელები, ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა.

-როგორც მოგეხსენებათ, იანვარში დაგეგმილია საგნობრივი გამოცდები პედაგოგებისთვის. ინგლისიდან 21 დეკემბერს ჩამოვიდა ტესტები საქართველოში და შენახულია ეროვნული ბანკის საცავში. ზუსტად ისევე, როგორც ზაფხულის გამოცდების დროს. ეროვნული ბანკის საცავში ეს ტესტები დარჩება უშუალოდ გამოცდის დღემდე. გამოცდამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ხდება ამ ტესტების ტრანსპორტირება საგამოცდო ცენტრებში. ეს არის ის აპრობირებული მოდელი, როგორც ტარდება გამოცდები. გამოცდები ორ ქალაქში, თბილისსა და და ქუთაისში ჩატარდება და ტესტები ეროვნული ბანკიდან პატრულის თანხლებით გადატანილი იქნება პოლიციის შენობაში და გაცემა იწარმოებს პოლიციის შენობიდან.

-იანვრის გამოცდაზე რამდენი აპლიკანტია სულ დარეგისტრირებული?

-რაც შეეხება რაოდენობას, ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორია არის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები. მათი რაოდენობა, დაახლოებით, 5 ათასია. 5 ათასზე მეტია დანარჩენთა რიცხვი. ანუ სულ 10 586 აპლიკანტია დარეგისტრირებული. ზაფხულის გამოცდებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მოქმედი პედაგოგები რეგისტრირდებოდნენ,  ახლა რეგისტრირდებიან მასწავლებლობის მსურველებიც.

-როდის დაიწყება საგამოცდო ბარათების დარიგება?

ბარათები 21 დეკემბერს დაიბეჭდა და ამ კვირის განმავლობაში ფოსტის მეშვეობით რესურსცენტრებს მიეწოდება. დღეიდან დავიწყებთ დარიგებას და 3-4 დღეში ბარათები უკვე რესურსცენტრებში იქნება.

-ბატონო ივა, ტრადიციულად გკითხავთ, რას ურჩევდით პედაგოგებს გამოცდის წინ?

-ყველა გამოცდას სდევს სტრესი და მასთან გამკლავება ძალიან მნიშვნელოვანია. მშვიდად უნდა იმუშაოს ადამიანმა. მშვიდად უნდა შეხვდნენ პედაგოგები გამოცდას. ზოგადი წესებია, რომ არ უნდა ისარგებლონ დამხმარე მასალით, მობილური ტელეფონით. ძირითადი მაინც სიმშვიდეა, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი  შესაძლებლობები.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, დარეგისტრირებული აპლიგანტებიდან რამდენია მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტების კვალიფიკაციის შესაბამისობას ცენტრი განსაზღვრავს.

„იანვრის გამოცდაზე დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 10 552-ია კვალიფიკაციის შესაბამისობაში. აქედან მასწავლებლობის მსურველია 703. ხოლო 9 849 მოქმედი მასწავლებელია. ეს ციფრი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელია. შეიძლება, რომელიმე უფროსი მასწავლებელი იყოს, რომელმაც სხვა საგნის გამოცდის ჩაბარება გადაწყვიტა“, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში.

გამოცდის დრო და საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული. ივა მინდაძის ინფორმაციით ბარათების დარიგების პროცესი ახალ წლამდე უნდა მოესწროს.

 

o.fhj^ http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია