დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა პირველი კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
2015/12/22 15:12:03

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა I ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

კონკურსი კლასიკური მუსიკის ოთხ მიმართულებაში ჩატარდა და მის მიზანს ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელთა წარმოჩენა, მათი პროფესიული წინსვლის სტიმულირება და სახელოვნებო–სამუსიკო განათლების სფეროს ხელშეწყობა წარმოადგენს. 


კონკურსში საქართველოს მასშტაბით 88 შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. პროფილური მიმართულებების და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გაიცა სამი ძირითადი პრემია, სულ 33 საპრიზო ადგილი. გამარჯვებულებს ლაურეატის წოდება მიენიჭათ, გადაეცათ დიპლომები და ფულადი პრემიები. გრან-პრი მიენიჭათ: ნანა გორგოძე -ფორტეპიანო , ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ნინი გიორგაძე - ვიოლინო ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ნათია ივანიაშვილი - თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის N 2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი. 


კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ–მასწავლებლები და ცნობილი მუსიკოს–შემსრულებლები შედიოდნენ. კონკურსის დამფუძნებელი , ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია , საკრებულო და ააიპ "არტ–ლიგა" არიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია