დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა სიახლეები ელით პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ახალი სტრატეგიით
2015/12/21 19:03:43

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა  4-წლიან სტრატეგიაზე მუშაობა  დაასრულა. დოკუმენტი მიმდინარე კვირაში დამტკიცდება და მისი პრეზენტაცია სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაიმართება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას ცენტრის  ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა განუცხადა.

,,სტრატეგია დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მუშავდებოდა. მსგავსი დოკუმენტი ცენტრს აქამდე არ ჰქონია.  დოკუმენტი მოიცავს მომავალი 4 წლის პერიოდს და მიმართულია ცენტრის განვითარებისკენ.  სტრატეგიის ძირითადი ხაზია ხელი შევუწყოთ ჩვენი სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესს. ანუ ცენტრი არ უნდა იყოს ერთადერთი მოთამაშე ბაზარზე. მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვატარებდეთ პედაგოგებისთვის ტრენინგებს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი  კვალიფიციური მოთამაშე შემოვიყვანოთ ამ სფეროში,  რომლებიც შესთავაზებენ პედაგოგებს როგორც კვალიფიციურ ტრენინგებს, ასევე გადამზადების კურსებს“,- აცხადებს მაჩაბელი.

მისივე ინფორმაციით, სტრატეგიის თანახმად, სიახლეები ელით რეგიონის მასწავლებლებსაც.

  • გიორგი-მაჩაბელი

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ რეგიონული ცენტრების დაარსებას და მათ განვითარებას. რეგიონში მომუშავე პედაგოგს საშუალება უნდა ჰქონდეს ადგილზე მიუწვდებოდეს ხელი ტექნიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. გვინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. პროგრამები რასაც შევთავაზებთ უნდა იყოს მორგებული კონკრეტული მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებზე. არ გვინდა, ლექციები შევთავაზოთ ისინი მოვიდნენ, მოუსმინონ და ვერაფერი გააკეთონ,”- აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსი პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა იქნება და მის განვითარება-დახვეწაზე დიდი ძალისხმევაიქნება მიმართული.

,,სქემა არ არის შეუცვლელი, რაღაც ეტაპზე გადავალთ დეცენტრალიზაციაზეც. ჩვენი მიზანია, რომ სკოლა იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ სკოლა იქნება მზად ჩვენ მარეგულირებელი ფუნქციიდან გადავალთ ხელშემწყობ  პოზიციაზე. მივცემთ საშუალებას, რომ თავად განსაზღვრონ რა სჭირდება მათ პედაგოგებს. იმედი მაქვს, ამ პროცესს მოვესწრებით, ამასთან 4-წლიანი სტრატეგია  ცენტრის საკომუნიკაციო სტრატეგიასაც მოიცავს,”- დასძინა მაჩაბელმა.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რამდენი იქნება 2016 წლისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი.

„ცენტრის მიერ მოთხოვნილი თანხა 14 მილიონ 176 ათასი  ლარია. თუ როგორ გადანაწილდება თანხები და სად იქნება ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი აკუმულირებული, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი“,- განგვიცხადეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია