ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა. 19 დეკემბრიდან მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. ხარკოვიდან პირველ მგზავრებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი დახვდნენ.
ხარკოვის მიმართულებით 2013- 2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია ,,ვიზეარ” უკრაინა ახორციელებდა. ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი. რეისები ავიაკომპანია ,,ვიზეარ” უკრაინამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმა.