დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ფხაკაძეც და შალიკიანიც ბესელიას მიერ არის შეყვანილი პოლიტმაპტიმართა სიაში“
2015/12/18 15:09:04

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ, რომელშიც ის მაღალი თანამდებობის პირებისგან ზეწოლაზე საუბრობდა, განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა პოლიტპატიმართა სიის მიმართ. რა კრიტერიუმით, ვისი რეკომენდაციით და რის სანაცვლოდ მოხვდნენ სიაში ადამიანები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური წარსული და შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით დაკავების მოტივი არ აქვთ?



დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავარ პროკურატურას მიმართა და სიაში საეჭვო კრიტერიუმებით მოხვედრილ პირთა საქმეების გამოძიება მოითხოვა.

საქმის დეტალებზე სასაუბროდ "ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის ცენტრი"-ის წარმომადგენელს ვახტან ბერიძეს დავუკავშირდით.


- ბატონო ვახტანგ, ვინ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში და რას გულისხმობს ის?


- საჩივარი ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: "აპრიორმა", "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრმა", "აფხაზეთი-სამაჩაბლო საქართველოა-მ", "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივამ", "ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ცენტრმა" შეიტანა. საჩივარი შევიტანეთ რამდენიმე პოლიტპატიმრის საქმეზე. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ისეთი ადამიანები არიან 2012 წლის სიაში მოხვედილი, რომლებიც ისეთი მუხლებით არიან გასამართლებული, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა და მსგავსი დანაშაულებები. ისინი მაინც  მოხვდნენ პოლიტდევნილთა სიებში. მაგალითად ერთ-ერთ ადამიანი, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან ფხაკაძეა, რომელიც გასამართლებულია მკვლელობის მცდელობისთვის. მან 8 ტყვია ესროლა მოქალაქე მიხეილ ზირაქაშვილს, რეკომენდაცია გაუწია ამავე კომისიის წევრმა ქალბატონმა ია მეტრეველმა, რომელიც ბუტა რობაქიძის დედაა.

ჩვენ ვითხოვთ პროკურატურისგან გამიძიონ ეს საქმეები და ამ პირების მოხვედრა პოლიტპატიმართა სიაში. დაადგინონ, იკვეთება თუ არა კორუფციული გარიგებებისა და ქრთამის აღების ფაქტები.

ჩვენი საჩივარი არის კონკრეტული ფაქტების გამოძიებაზე. მაგალითად, ფხაკაძის საქმე, ასევე შალიკიანის საქმე, რომელიც დაკავშირებულია კრიმინალური ავტორიტეტებთან. 

ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არასდროს მოღვაწეობდა და არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან, ერთი პოლიტიკური განცხადებაც კი არ გაუკეთებია, როგორ მოხვდა  ამ სიაში?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ იყო ან კორუფციული სქემა ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც აშკარა კრიმინალია.

საჩივარი მთავარ პროკურატურაში დღეს 12 საათზე შევიტანეთ.

- ამ ფაქტებით ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ დაინტერესდით?

- ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვიკვლევთ ამ გახმაურებულ საქმეებს. დავინტერესდით, მივაქციეთ ყურადღება და ასეთი რაღაც აღმოვაჩინეთ.

- თქვენი კვლევისას თუ გამოიკვეთა იმ პირების ბრალეულობა, როგორებიცაა, მაგალითად, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, რომლებიც მთავარ მოქმედ პირებად მოიაზრებიან ამ საქმეში?

- არიან კონკრეტული პირები. ფხაკაძეც და შალიკიანიც ბესელიას მიერ არის შეყვანილი პოლიტმაპტიმართა სიაში და ზუსტად ეგ გვაინტერესებს, რატომ მოხდა ამ ადამიანების მიერ მათი შეყვანა სიაში.

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია