საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან - რა პრივილეგიები და შეზღუდვები ექნება საქართველოს მოქალაქეს?
2015/12/18 15:02:44

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. 

რა პრივილეგიებით აღჭურვავს საქართველოს მოქალაქეებს ასე ნანატრი "უვიზო მიმოსვლა" და რა შეზღუდვები აქვს მას? ამ პროცესის დეტალებზე Presa.ge-ს პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის წარმომადგენელი, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი ნინო სამველიძე ესაუბრა. 


- ვიზალიბერალიზაცია აძლევს ქართველ მოქალაქეებს საშუალებას, რომ სამი თვის, 90 დღის განმავლობაში, შეძლონ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება. დავაკონკრეტებდი, რომ ეს არის შენგენის სივრცე. ბევრი ქვეყანა ევროკავშირიდან ჯერ კიდევ არ არის შენგენის სივრცეში. ეს არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის, ცხოვრების და მუშაობის უფლებას. ეს ნიშნავს 90 დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების და საზღვრის გადაკვეთის უფლებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია საკმარისად არ არის მიტანილი საზოგადოებამდე, მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ მათ შეუძლიათ წავიდნენ, დარჩნენ და იმუშაონ ევროკავშირში, რაც ქმნის მცდარ მოლოდინს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ხაზმასმა, როცა ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებაზე. 

ასეთივე პრივილეგიებით სარგებლოს მოლდოვა, რომელიც ჩვენზე ადრე გახდა ამ რეჟიმის მონაწილე

- ამ ვადით გადაადგილება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, თუ არის ამაზეც რაიმე შეზღუდვა
?

- საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს... მათ ვისაც აქვთ ქართული პასპორტი, შუზღუდავია განურჩევლად სქესისა და სხვა ნიშნებისა.

- ქალბატონო ნინო, რა იყო საქართველოსთვის მთავარი გამოწვევები ვიზალიბერალიზაციის პროცესის გავლისას?

- ყველაზე დიდი გამოწვევა, გახსოვთ, გახდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. პირველ ეტაპზე იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ მიგვეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა ევროპულ სტანდარტებთან.

ყველაზე ხანგრძლივი პროცესი ეს იყო, თუმცა საქართველოს პარლამენტმა, მოლდოვასთან შედარებით, გაცილებით კარგად გაართვა ამას თავი.

გამოვყოფდი ასევე ტრეფიკინგთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენ გვქონდა დასახვეწი მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. საუბარია სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ჩარჩოზე. თუმცა, 2015 წლის ბოლოს უკვე ეს საკითხები უმეტესწილად მოგვარებულია. ეს ორი საკითხი განსაკუთრებით შემაფერხებელი იყო ჩვენთვის.

- როგორ ფიქრობთ, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გაზრდის ქართველი ტურისტების ნაკადის ზრდას ევროპაში?

- რა თქმა უნდა, გაზრდის და ეს პროცესი სწორედ ამისთვისაა, რომ გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სოციალური კავშირები, მიმოსვლა.  იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესისა.

ეს პროცესი უნდა იყოს არამარტო სამათავრობათაშორისო შეთანხმებების დონეზე, არამედ ხალხთა მიმოსვლისა და გადაადგილების თავისუფლებების დონეზე. ეს ამ შეთანხმების უპირველესი ამოცანაა.

- თუ არსებობს დათქმა, რომ პროცესი იყო უკუქცევადი, შესაძლებელია რომ რაღაც მომენტში შეგვიჩერდეს ვიზალიბერალიზაცია?

- ამის პრეცედენტი არსებობს. 2012 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც მათ შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში შეეჩერებინათ უვიზო მიმოსვლა ბალკანეთის ქვეყნებითვის, თუ საფრთხე დაემუქრებოდა კონკრეტულ მომენტში ევროკავშირის უსაფრთხოებას.

ასეთი რეგულაციები არსებობს და მათი ამოქმედება ევროკავშირს შეუძლია. ამას წინ უნდა უძღვოდეს ისეთი სიტუაცია, რომელიც იძულებულს გახდის ევროკავშირს შეზღუდვა აამოქმედოს. ამ ეტაპზე მე არ მგონია, რომ ეს შეზღუდვა გახდეს საჭირო.

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია