დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუმრები დღის ცენტრში
2015/12/18 09:42:13

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რექტორატის წარმომადგენლებმა შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ,,ჯადოსნური სამყაროს’’ წმ.ბარბარეს ბრწყინვალე დღესასწაული და დამდეგი შობა–ახალი წელი მოულოცეს. მშვენიერმა ფერიებმა ბავშვებთან ერთად წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს საბავშვო საახალწლო სიმღერები და იცეკვეს. სტუმრებმა ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა. ქუთაისის უნივერსიტეტთან მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება. 


მოგივანებით შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროს’’ კარი ქუთაისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემოაღეს, ისევ მხიარულება, ისევ თვითშემოქედება და ტკბილეული. ქუთაისის N6 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა დღის ცენტრს საჩუქრად საახალწლო ნაძვის ხე გადასცეს. ბავშვებმა განსაკუთრებულად გაიხარეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2293
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია