დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა სათემო ჯგუფების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან
2015/12/16 19:13:57

14 -15 დეკემბერს, ,,დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში სათემო ჯგუფების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრების მიზანი სათემო ორგანიზაციებს შორის ქსელური კავშირების გაღრმავების, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისა და ადვოკატირების პროცესების წარმართვის ხელშეწყობა გახლდათ. 
შეხვედრებში შვიდი სათემო ჯგუფის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. (1.ზ.ჭავჭავაძის ქ. N50; 2.ხარებავას ქ. N52; 3.ახალგაზრდობის გამზ.: N19/ა და 4.ჭონქაძის ქ. N52; 5.ნიკეას ქ.N13; 6.ლესელიძის ქ.N3; 7.ნიკეას ქ.N12.).

 

პროექტის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს და მისცეს რჩევები თუ როგორ უნდა ჩაერთონ პროექტში და აამუშაონ ქსელი ეფექტურად. თავის მხრივ, თავად სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მიღებული ინფორმაცია საკუთარ ცენტრებში/თემში გაავრცელონ და ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის პროცესში თემის სხვა წევრებთან ერთად აქტიურად ჩაერთონ.

 

სათემო ჯგუფებმა შემდეგი ეტაპისთვის დაიწყეს მზადება.

 

შეხვედრა ..დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ - ფარგლებში მოეწყო, რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. ქუთაისში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია