დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ჯილდო მიიღო ქუთაისის მერმა?
2015/12/14 12:21:44

,ადგილობრივი თვითმმართველობა-საუკეთესო პრაქტიკა 2015"-ის დიპლომი ქუთაისის მერს შოთა მურღულიას გადაეცა.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა, შეეცვალა სისტემა და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით, - ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.


კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" საქართველოში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 


9 მუნიციპალიტეტიდან, საერთო ჯამში, 10 პრაქტიკა წარადგინეს. აქედან 2 ქუთაისმა (1. პრაქტიკა – აღურიცხავი ქონების რეგისტრაცია; 2. პრაქტიკა – მონიტორინგის ელექტრონული სისტემა). შესაბამისად, ქუთაისის მერს შოთა მურღულიას „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015 "-ის დიპლომი გადაეცა. 


კონფერენციას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა,რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოკვეთილი ლიდერია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია