დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარა
2015/12/12 07:43:27

10 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ამომრჩეველს გასული წლის ანგარიში ჩააბარა.

 

ანგარიში საპრეზენტაციო ფორმით მოსახლეობამ ჭიათურის თეატრში მოისმინა. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში 30 სკოლა გარემონტდა, ჩამოყალიბდა ათამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, აგროსექორისათვის დაიხარჯა 9 მილიონამდე ლარი, დაიგო 60 კილომეტრამდე სიგრძის ასფალტირებული გზა, 120 საცხოვრებელი კორპუსიდან 100-მდე გადაიხურა, ამუშავდა 35 ლიფტი, აშენდა ან შერემონტდა 30-მდე მოაჯირი, კლდის საყრდენი და დეკორატიული კედლები, სოციალური მიმართულებით მუნიციპალიტეტი ამჟამად დაახლოებით 4-ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე 2012 წლამდე.

 

ჭიათურის ბიუჯეტი 2016 წლისათვის დაახლოებით 11 მილიონი ლარი იქნება, რაც სამი წლის წინანდელს 4 მილიონით აღემატება.

 

აღსანიშნავია, რომ იმერეთის მაღალმთანი 53 სოფლიდან 20 ჭიათურიდანაა. ეს გულისხმობს სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს მცირეწლოვნებზე, პენსიონრებსა და პედაგოგებზე.

 

აღინიშნა ჭიათურის მნიშვნელოვანი პრობლემებიც: ეკოლოგიური მდგომარეობა და წყლის სისტემის გაუმართაობა.

 

შეხვედრის ბოლოს აირჩა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს გამგეობასთან და საკონსულტაციო დანიშნულება ექნება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია