დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 65 დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღო
2015/12/10 17:46:32

ქუთაისში, დადიანის ქუჩზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში, 65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ, დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. 


შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 - ერთოთახიანია, 40 - ოროთახიანი და 10 - სამოთახიანი.


სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ქუთაისში 2 000 დევნილი ოჯახისთვის თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია