დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზვიად ქორიძე: „რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები დავასახელე“
2015/12/10 16:57:24

მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დაკითხეს. ქორიძე საგამოძიებო უწყებაში გუშინ ღამით, ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. როგორც დაკითხვის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან იმ პოლიტიკოსების გვარები დაასახელა, რომლებიც კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით “არაჯანსაღ აქტიურობას” იჩენენ.

“რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები დავასახელე იმიტომ, რომ გამოძიების დაწყებამ პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დეტალები.

ვისაუბრე იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კომისიაში ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს, როდესაც მე კომისიის წევრი ვიყავი და რომელიც ხდება ამ წელიწადნახევრის განმავლობაშიც, რაც შეწყალების კომისიას მე ვხელმძღვანელობ. ზოგი რამ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, ზოგი მოსაზრებებითა და ფაქტების ლოგიკით, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს “, – განაცხადა ქორიძემ.

მთავარმა პროკურატურამ ორი დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გუშინ თავად ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია