საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღე მე-40 სკოლაში
2015/12/09 17:59:40

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ქალაქ ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში ეს დღე საინტერესოდ აღინიშნა.

პედაგოგებმა: შორენა კოხრეიძემ, ნინო ბანცაძემ, რუსუდან ლაღაძემ და ვახტანგ შარადენიძემ VIII - IX - X კლასების მოსწავლეებთან ერთად, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე.მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რო ისინიც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. მოიყვანეს მაგალითები და აღნიშნეს, რომ მათზე უნდა ზრუნავდნენ და ეს მოვალეობა უნდა აიღოს უპირველესად სახელმწიფომ და საზოგადოებამ. მოეწყო აქცია თემაზე ტოლერანტობა", მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო გაკვეთილები სათაურით თანასწორობა და ტოლერანტობა" და ღირსებიდან უფლებამდე", სასწავლო დღის ბოლოს მოეწყო ფილმის ჩვენება შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან" /ელის ელიოტი/აშშ/ ფილმმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ისინი თანაგრძნობით განიმსჭვალნენ მთავარი პერსონაჟის მიმართ. ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია..

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია