დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში 1600 ქართველი ბავშვია ქუჩაში
2009/09/10 15:55:45

საქართველოში ქუჩის ბავშვების ფენომენის ყველაზე ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 1600 ქუჩის ბავშვია, მათ რიცხვში მამრობითი სქესი ჭარბობს. ბავშვების უმრავლესობა 5-დან 14 წლამდე ასაკისაა. მათ უმრავლესობას კონტაქტი ოჯახთან აქვთ და ღამეს სახლში ათევენ, თუმცა მათი გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი დაბალია.

World vision-მა ქუთაისში და ბათუმში ქუჩის ბავშვები აღრიცხეს. კვლევამ აჩვენა, რომ ქუთაისში 61 ბავშვია ქუჩაში, მათი ასაკი 10-დან 18 წლამდე მერყეობს. ხოლო მშობელი 11-ს ჰყავს. ამავე ორგანიზაციის კვლევამ ქუთაისში აჩვენა, რომ ბავშვები თვითგადარჩენის მიზნით იპარავენ.

გარდა ამისა, როდესაც ბავშვები თამაშობენ და აგებენ, მაშინაც იძულებულნი არიან მოიპარონ და წაგებული თანხა გადაიხადონ, რის შემდეგაც ბევრი ბავშვისთვის ქურდობა ჩვევა გახდა და უჭირთ თავის დანებება. ხშირ შემთხვევაში ბავშვები ვერ აგროვებენ საკმარის თანხას მათხოვრობით და იპარავენ, რომ ფული მიიტანონ სახლში. ბავშვები მოპარული, ან კიდევ მათხოვრობით ნაშოვნი ფულით თამაშობენ, ან მშობლებს აძლევენ ფულს, ან ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობენ, უარეს შემთხვევაში კი – წებოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1588
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია