დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტრიგონომეტრიული ფუნქციები“ მე-40 სკოლაში
2015/12/09 09:46:30

2015 წლის 20 ნოემბერს ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა თეა მეშველიანმა მე-11 კლასში ჩაატარა შემაჯამებელი საჩვენებელი გაკვეთილი თემაზეტრიგონომეტრიული ფუნქციები“.


გაკვეთილზე მიზნობრივად გამოიყენა ისტ-, სათვალსაჩინო მასალა და სხვა სასწავლო რესურსები. კლასი აქტიურად იყო ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები მსჯელობდნენ ტრიგონომეტრიის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, კავშირზე მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან. სახალის და ეფექტური იყო ვიდეორგოლიჩვენ ვსწავლობთ ტრიგონომეტრიას“. მოსწავლეები თეორიულ მასალას კარგად იყენებდნენ ტრიგონომეტრიული მაგალითების ამოხსნაში. საგულისხმოა, რომ ამ გაკვეთილზე შეჯამდა 4 წლის მანძილზე ნასწავლი ტრიგონომეტრიული მასალა. გაკვეთილი იყო დატვირთული, საქმიანი და მეთოდურად სწორად დაგეგმილი.

 


გაკვეთილმა კოლეგების მოწონება დაიმსახურა. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლია კუხიანიძემ დადებითად შეაფასა მასწავლებლის შრომა და მოსწავლეებს უსურვა შემდგომი წარმატებები.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია