დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული სალონი მე-40 საჯარო სკოლაში
2015/12/08 21:48:02

2015 წლის 10 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის N 40 საჯარო სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული სალონის მორიგი სხდომა. ამჯერად რუსული ენის მასწავლებელმა -ნმა დარეჯან ნემსაძემ და XII- კლასის მოსწავლე თინათინ გოგბერაშვილმა სალონის სტუმრებს უჩვეულო სანახაობა შესთავაზეს - ერთი მსახიობის თეატრი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალების 85 წლისთავს. თინათინ გოგბერაშვილმა ლიტერატურული მონოლოგით - ,, სიყვარული გულია ყველაფრისა '' - დიდი პოეტის პირადი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები წარმოუდგინა დამსწრე საზოგადოებას. მოსწავლემ გამოიყენა დოკუმენტური ქრონიკა , საინტერესო ვიდეო და ფოტომასალა. უდიდესი დატვირთვის მიუხედავად, თინათინ გოგბერაშვილმა პროფესიონალი მსახიობივით გაართვა თავი ამ ურთულეს დავალებას და მართლაც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზა. 


ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: . ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბატონი ბადრი ვაშაკიძე , N 40 საჯარო სკოლის დირექტორი -ნი ლია კუხიანიძე, დირექტორის მოადგილე -ნი მაია ნიკოლაძე,აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორი -ნი ირაიდა ისაკაძე, N38 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი -ნი რუსუდან ნემსაძე, პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები , მანდატურები. ბატონმა ბადრი ვაშაკიძემ ისაუბრა ღონისძიების უჩვეულობაზე. მან აღნიშნა, რომ ასეთი სირთულის მასალით ერთი მოსწავლის დატვირთვა პედაგოგის მხრიდან უდიდესი რისკი იყო, თუმცა ეს ამად ღირდა. სპექტაკლმა სტუმრების მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების დასასრულს -ნმა დარეჯან ნემსაძემ სამახსოვრო სუვენირი (სიბრძნის სიმბოლო - ბუს ქანდაკება ) გადასცა N 40 საჯარო სკოლის ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს თინათინ გოგბერაშვილს და სურვილი გამოთქვა ანალოგიური პრიზით სასწავლო წლის ბოლოს საუკეთესო მოსწავლის დაჯილდოვების ტრადიციად გადაქცევა. 

 


აღნიშნული ლიტერატურული სალონი სტუმართა აზრით ,,ორი ნიჭიერი და რისკიანი ადამიანის ''- დარეჯან ნემსაძის და მისი აღსაზრდელის თინათინ გოგბერაშვილის დამსახურებით N 40 საჯარო სკოლის ისტორიაში ულამაზეს მოგონებად დარჩება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია