საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მესამე ეროვნული კონფერენცია
2015/12/08 21:23:02

2015 წლის 14 ნოემბერს ქ.თბილისში - მასწავლებელთა სახლში ჩატარდა მესამე ეროვნული კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებდა ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი - ბატონი ბესიკ ჯანელიძე, თემით: "ბალახის ჰოკეის სწავლება მოსწავლეთა ფიზიკური და გუნდური პრინციპების განვითარებისთვის".


კონფერენცია გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბატონმა გიორგი მაჩაბელმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ლია გიგაური.

 


კონფერენცია ჩატარდა 5 სექციად, .ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგი ბესიკ ჯანელიძე საპრეზენტაციო მოხსენებით წარსდგა მეხუთე სექციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსუდან თაყაიშვილი. აქტუალურობიდან გამომდინარე ,თემამ დამსწრე საზოგადოებისა და განათლების სამინისტროს სპორტის ექსპერტის ქეთი ქობალიას დიდი მოწონება დაიმსახურა. ვულოცავთ ბატონ ბესიკს და ვუსურვებთ წარმატებებს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია