დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
2015/12/07 20:01:17

ქუთაისში, ავტოქარხნისა და ავანგარდის დასახლებებში, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა. 

 

სკოლამდელი დაწესებულებები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ დღეს ბავშვებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს.

 

თითოეული ბაღი 140 ბავშვზეა გათვლილი, რომლებიც 6 ჯგუფში გადანაწილდებიან. დასაქმდა 24 პედაგოგი. ეზოებში დაიდგა სკამები, გაკეთდა ბილიკები და გამწვანდა მიმდებარე ტერიტორიები. 


ორი ბაღის ასაგებად 946 542 ლარი დაიხარჯა. ბაღების მშენებლობა გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2072
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია