დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
4 განსაკუთრებული სალათა, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას გაახალისებს!
2015/12/07 12:54:45

 

ახალ წელს ყოველთვის განსაკუთებულად და გასხვავებულად უნდა შევხდეთ! უარი უნდა ვთქვათ ყოველგვარ ერთფეროვნებაზე და არ უნდა შეგვეშინდეს სიახლის. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საკვებსაც ეხება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენ გუნება-განწყობაზე. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათების რეცეპტებს, რომელიც თქვენს სუფრას საოცრად გაახალისებს და დარწმუნებული ვარ, ყველას მოწონებასაც დაიმსახურებს!

 

 

1.ფრანგული სალათი ფორთოხლითა და ავოკადოთი.

თქვენ დაგჭირდებათ ☛

• 300 გ. სალთის ფურცლები.
• 1 ც. ფორთოხალი.
• 1 ც. ავოკადო.
• 4 ს.კ. ღვინის ძმარი. (შეგიძლიათ ვაშლის ძმარიც გამოიყენოთ)
• 1 შ.კ. თაფლი.
• 120 მლ. მცენარეული ზეთი. (შეგიძლიათ გამოყენოთ ზეითუნის).
• 1 მუჭა დაქუცმაცებული ნუში.
• მარილი და სუნელებელი გემოვნებით.
• 1/2 თავი ხახვი.

» დაჭერით ფორთოხალი თხლად. ხახვი და ავოკადოც პატარა თხელ დაჭრებად დაჭერით. სალათის ფურცლები ხელით გახიეთ და ეს ყვეაფერი შეურიეთ ერთმმანეთში.

» ცალკე ჯამში შეურიეთ ძმარი, თაფლი, ზეთი, მარილი, სუნელები. ეს ყველაფერი სალათს, სუფრასთან მიტანის წინ მოასხით და მოაყრეთ ნუში.

2.ქათმის სალათი ანანასით.



თქვენ დაგჭირდებათ ☛

• 1 დიდი ანანასი.
• 400 გ. მოხარშული ქათამი.
• 1 მუჭა დაქუცმაცებული ნიგოზი.
• 1 კონა ქინძი.
• მწვანე ხახვის რამნდენიმე ღერო.
• 4 ს.კ. მაიონეზი.
• 1/2 ჩ.კ. კარი. (სანელებელი).
• მარილი და პილპილი გემოვნებით.

» გარეცხეთ ანანსი და გაჭერით ორ ნაჭრად. ამოაცალეთ რბილობი. რბილობი დაჭერით კუბებად.

» ქათმის ხორციც დაწერით კუბებად. წვრილად დაჭერით ხახვი და ქინძი. ნიგოზი 3 წუთი მოხრაკეთ ტაფაზე, რომ მათი პიკანტური არომატი უფრო გაამძაფრდეს.

» აურიეთ ერთმანეთში ქათამი, ანანასი, მწვანილი და ნიგოზი. ცალკე შეურიეთ მაიონეზი, კარი და მარილი. სალათი მოათავსეთ ანანასის ნახევარში და გემოვნებით მოაყარეთ პილპილი.

3. სალათი “ნისუაზი” ქათმით.

თქვენ დაგჭირდებათ ☛

• 4 ც. ქათმის მკერდი.
• 250 გ. მწვანე ლობიო.
• 4 ც. კვერცხი.
• 50 გ. ზეთისხილი კუკრაგამოცლილი.
• 150 გ. პომიდორი ჩერი.
• 70 გ. რუკოლა.
• 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
• 2 ჩ.კ. მდოგვი.
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი.
• 2 კბილი ნიორი.

» გარეცხეთ და მოხარშეთ ქათმის ფილე, დაახლოებით 20 წუთი. დაჭერით დაახლოებით დახლოები 1,5 სმ. სისქის ნაჭრებად.

» აურიეთ ერთმანეთში ზეთი, მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი და ლიმონის წვენი.

» ქათმის ბულიონი აადუღეთ და ხარშეთ მასში მწვანე ლიბიო დაახლოებით 6-7 წუთი. გადაწურეთ საწურზე.

» მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭერით, ხოლო ზეთისხილი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. რუკოლა გარეცხეთ და გააშრეთ. ომიდორი ჩერი კი შუაზე გაჭერით.

» აურიეთ ერთმანეთში რუკოლა, ლობიო და პომიდორი, მოასხით სოუსი, კარგად ამოურიეთ და მოაწყვეთ თეფშზე. ზევიდან დაადეთ ქათმის ნაჭრები, ზეთიხილი და კვერცხი. მოასხით დარჩენილი სოუსი.


4. სალათა პასტითა და თინუსით.



თქვენ დაგჭირდებათ ☛

• 2 ს.კ. კაპარი.
• 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
• 1/2 ჩ.კ. გახეხილი ლიმონის ცედრა.
• 150 გ. პიმიდორი ჩერი.
• 250 გ. მაკარონი.
• 1 კბილი ნიორი.
• 1 პატარა ქილა უკურკო ზეთისხილი.
• 1 ს.კ. ლიმონი წვენი.
• 350 გ. თინუსი.
• ბაზილიკისა და სალითის ფურცლები.
• მარილი გემოვნებით.

» მოხარშეთ მაკარონი და გადაწურეთ საწურზე. მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

» გახსენით თინუსის კონსერვი და წვენი თითქმის ბოლომდე გადაასხით. ოდნავ დაჭყლიტეთ და შეურიეთ მაკარონს.

» შეურიეთ ერთმანეთში დაჭყლეტილი ნიორი, დარჩენილი ზეთი, ლიმონის წვენი, ცედრა, მარილი და პილპილი.

» მიღებული სოუსი მოასხით მაკარონს კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ რუკოლა და პომიდორი.

 

 

წყარო: http://aww.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6820
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია