დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა აღმოჩნდა ქუთაისში შეძენილ რძის პროდუქტებში?
2015/12/07 12:43:42

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა არაჟნისა და კარაქის ნიმუშები შეიძინა მათში რძის ცხიმის შემცველობის გადამოწმების მიზნით.

ცენტრის წარმომადგენლებმა შემდეგი ნიმუშები შეიძინეს ბუხაიძის ქ. #23-ში მდებარე შპს „უნივერსალში“:

 

პროდუქტის დასახელება

ლაბორატორიული კვლევის შედეგი

ნაღების კარაქი „ტიფლისი“, 82,5% (მწარმოებელი: შპს „ტიფლისი 2011“)

რძის ცხიმის მასური წილი - 80%

უმარილო მჟავე ნაღების კარაქი „პრეზიდენტი“, 82% (წარმოებულია საფრანგეთში, იმპორტიორი: შპს „ლაქტალის ჯორჯია“)

რძის ცხიმის მასური წილი - 80,4%

უმაღლესი ხარისხის ნაღების კარაქი „ვალიო“, 82% (წარმოებულია ფინეთში, იმპორტიორი: შპს „ევრო პროდუქტი“)

რძის ცხიმის მასური წილი - 70.8%

არაჟანი „ექსტრა სანტე“ (მწარმოებელი შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“)

ცხოველურთან ერთად აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი

არაჟანი „სოფლის ნობათი“, 15% (მწარმოებელი „ვიმ-ბილ-დან საქართველო“)

აღმოჩნდა მხოლოდ რძის ცხიმი

არაჟანი მილკო–ფუდი „ბიფიდო“ 20%, (მწარმოებელი: შპს „ჯორჯიან მილკი“)

ცხოველურთან ერთად აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი

 

როგორც შედეგებიდან ჩანს, „სანტესა“ და „მილკო-ფუდის“ არაჟანში მცენარეული ცხიმიც აღმოჩნდა. რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, არაჟანი მხოლოდ რძის ნაღების შედედებით იწარმოება და მასში მცენარეული ცხიმის მინარევის არსებობა დარღვევაა[1].


რაც შეეხება კარაქს, გამოცდის მეთოდის 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, „ტიფლისი“ და „პრეზიდენტი“ ნამდვილად რძის პროდუქტებად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო „ვალიოში“ რძის ცხიმის მხოლოდ 70.8%-იანი შემცველობა დარღვევაზე მიუთითებს.


დარღვევების შესახებ ეცნობა მეწარმეებსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.



წყარო: http://www.mkidveli.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია