საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სტუმრები შშმ ბავშვთა დღის ცენტრში
2015/12/07 12:24:16

3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლობა სტუმრობდა. 


გაერთიანების მიერ წარმოადგენილი იქნა ბავშვებისათვის მომზადებული საკონცერტო პროგრამა. ქართულ ხალხურ საკრავებზე ცოცხლად შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პატარებზე.
ააიპქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ნმა ელისო ქაროსანიძემ ბავშვებს წიგნები და ტკბილეული გადასცა საჩუქრად. ერთობლივად სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1731
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია