დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგთა დაჯილდოება
2015/12/07 12:21:46

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ქართულ ამერიკულ სკოლა ,,პროგრესში’’ სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 


ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ სკოლებისა და პედაგოგებისათვის პროგრამით გათვალისწინებულ წამახალისებელ რესურსებზე ისაუბრა. იმერეთის მხარეში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ნათია ნამიჭეიშვილმა კი სამოქალაქო განათლების გაკვეთილების მონიტორინგის შედეგებზე გააკეთა პრეზენტაცია. 


ღონისძიების დასასრულს მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სამოქალაქო განათლების პედაგოგები: 
ქეთევან ძნელაძე (ქუთაისის 22– საჯარო სკოლა), მაია ბარბაქაძე, (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლა) ირმა პირველაშვილი, (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია