საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას
2015/12/04 18:41:57

31 ევროპარლამენტარი აწერს ხელს ღია წერილს, რომელშიც ითხოვენ სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის და უკრაინისთვის.


წერილის ადრესატები არიან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა მაღალჩინოსნები.

 

„დარწმუნებული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის უპირობოდ მინიჭება უკრაინისთვის - ისევე, როგორც საქართველოსთვის, რომელმაც ასევე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს გამოკვეთილ სფეროებში - აირეკლავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ერთგულებას აღმოსავლეთის პარტნიორობის [პროგრამის] მიმართ, რაც ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელსაც განიცდიან ევროკავშირის ეს ასოცირებული პარტნიორები.

 

მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინის - და ასევე საქართველოს - მიზანსწრაფვას, გააგრძელონ რეფორმების გზა, რაც ამ ქვეყნებში ხელს შეუწყობს პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებს“. ამასთან, პარლამენტარები აცხადებენ, რომ „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და საქართველოს ხალხები უვიზო რეჟიმით უკვე მომავალ წელს ისარგებლებენ“. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია