არანაკლებ 12 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქში ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმისას.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა რესტორანში ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ შაგდეს, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია.
თვითმხილველები ურთიერთსაწინააღმდეგო ამბებს ყვებიან – ერთი ამბობს, რომ იყო სამი თავდამსხმელი, ზოგიერთის თქმით, მხოლოდ ერთი თავდამსხმელი მოქმედებდა.
ადგილზე მომუშავე პოლიციელებმა ბი-ბი-სი-ს განუცხადეს, რომ დაღუპულთა უმეტესობა კვამლის შედეგად გაიგუდა.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძარი, შესაძლოა, ყოფილმა თანამშრომელმა მოაწყო, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
თარგმანი
წყარო:http://www.bbc.com/