საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ოცი წლის მარიამ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვისთვის დააკავეს
2015/12/04 11:40:08

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მარიამ კ. და 1979 წელს დაბადებული ვასილ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა მარიამ კ-ს პირადი ჩხრეკისას 195 აბი, ხოლო ვასილ გ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 376 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ნარკოლოგიური შემოწმებით ვასილ გ-ს ბუპრენორფინის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია