საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამწყები ჟურნალისტებისათვის სემინარი გამართა:“როგორ გავაშუქოთ არჩევნები“
სემინარი ორგანიზებული იყო „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმების და სწავლების ცენტრის“დაფინანსებული პროექტის -„რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.
სემინარი წარმართა მოწვეულმა მედიაექსპერტმა ეკა ფირცხალავამ. მან პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა შემდეგი თემები:
სემინარი საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა, სტუდენტები მაღალი აქტიურობითა და საკითხისადმი ინტერესით გამოირჩეოდნენ.
სემინარის დასასრულს ყველა მონაწილე სტუდენტს სერთიფიკატები გადაეცათ.
სემინარის ორგანიზებაში გაწეული თანამშრომლობისათვის უდიდეს მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორატს და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ მზია თადუმაძეს.