დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2015/12/02 17:31:43

ჭიათურაში შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იყო. კონცერტს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო.

 

 _ სამწუხაროდ, შშმ პირთა მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია იმერეთში. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქუთაისში. დღეს ამ ბავშვებმა აჩვენეს, რომ მათ ძალიან ბევრი შეუძლიათ. მართალია, გამგეობის შენობა ჭიათურაში ადაპტირებულია, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი მთელ მხარეში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში გივი ჭიჭინაძემ.

 

ღონისძიებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია აშშ-ში არსებულმა ემიგრანტულმა გაერთიანება „თვისტომმა“ (ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძე). 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2267
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია