საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მარტივი ტიპის 12 მოედნის მოწყობა 260 000 ლარი დაუჯდათ
2015/12/02 13:52:39

თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. 2 ასეთი მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები გადასცეს და სიმბოლურად კარში გოლიც გაიტანეს.

 

12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა.


როგორც საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ აღნიშნა თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად, ხელოვნურ საფარიანი გაკეთდა. მისი თქმით საფარი განსხვავებული ტექნოლოგიისაა. 


„მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი. თუმცა აუცილებელია ასევე მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავდეთ მოვლა-პატრონობისთვის გარკვეული თანხები.“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია