დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, ტყიბულში, ხარაგაულსა და ზესტაფონში ელექტროენერგია გაითიშება
2015/12/02 12:04:18

მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

 

ქუთაისი. მიმდინარე წლის 03 დეკემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ავტოქარხანაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30-დან 13:30 საათამდე, ეტაპობრივად, 20-20 წუთით ძაბვა შეუწყდებათ აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერების მომხმარებლებს ქ. ქუთაისის ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში შემავალ ქუჩებზე.

 

ხარაგაული. 03 დეკემბერს 11:00-16:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ძაბვა შეუწყდება მ/ძ ქვესადგურ „მოლითი წევას“ დაახლოებით 1870 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.

 

ტყიბული. 03 დეკემბერს, სს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით, 10:00-14:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგური „ხრესილი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდებათ  მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.

 

ზესტაფონი. მ/ძ ქვესადგურში „ფერო-220“ 03 დეკემბერს დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აღნიშნული ქვესადგურის 10 კვ მომხმარებლებს.

 

 

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია