დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს შიდსის 636 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2015/12/01 16:18:25

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია 5331 შემთხვევა. აღნიშნულიდან 2015 წელს გამოვლინდა 636 ახალი შემთხვევა.

 

ცენტრის მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა, რომელთა შორის 3932 - მამაკაცია, 1399 - ქალი.

შიდსი განუვითარდა 3150 პაციენტს, 1063 გარდაიცვალა. არვ მკურნალობაზეა 2971 (მათ შორის აფხაზეთში - 356) პაციენტი.

უწყების განმარტებით, აივ ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა - 1788 პაციენტი - თბილისში ფიქსირდება, შემდეგ სამეგრელოში - 730 პაციენტი, იმერთეში - 704; აჭარაში - 626, აფხაზეთში - 366; ქვემო ქართლი - 269, კახეთი- 251, შიდა ქართლი - 172, გურია- 109.

ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, ინფიცირების შემთხვევები ჰეტეროსექსუალური გადაცემის გზით გაიზარდა 25 პროცენტით; ჰომო/ბისექსუალური გადაცემის გზით - 163 პროცენით; ხოლო ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ინფიცირების შემთხვევები შემცირდა 18,5 პროცენტით.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: 46,8 პროცენტი - ინექციური ნარკომანია; 42,6 პროცენტი - ჰეტეროსექსუალური კონტაქტით; 7,6 პროცენტი - ჰომოსექსუალური კონტაქტით; 1,7 პროცენტი - ვერტიკალური გზით; 0,8 პროცენტი დაუდგენელია, ხოლო 0,5 პროცენტი ინფიცირებულია სისხლის გადასხმის გზით.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

 

წყარო: http://ghn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია