დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერიის მიერ ქუთაისის ტურისტული ლოგოსთვის გამოცხადებული კონკურსი ისევ ჩაიშალა
2015/12/01 12:16:32

 ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა.

 

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ნათქვამია:

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 ოქტომბერის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა ქალაქ ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი და შეიქმნა დროებითი კომისია. საკონკურსოდ მიღებული იქნა ლოგოს კატეგორიაში 85, ხოლო სლოგანის კატეგორიაში 27 ნამუშევარი. შემოსული ნამუშევრები ავტორების იდენტიფიცირების გარეშე განთავსდა მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kutaisi.gov.ge, სადაც ნებისმიერ პირს მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან 21 ნოემბრის 18:00 საათამდე შეეძლო მიეცა ხმა მისთვის სასურველი ნამუშევრისათვის თითოეულ კატეგორიაში. 

აღსანიშნავია, რომ ლოგოს კატეგორიაში წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 249, ხოლო სლოგანის კატეგორიაში 165-მა ინტერნეტმომხმარებელმა. ორივე კატეგორიაში ყველაზე მეტმა მომხმარებელმა დააფიქსირა, რომ არც ერთი წარმოდგენილი ნამუშევარი არ მოსწონს. ამასთან, სლოგანის კატეგორიაში კომისიას 13 ნამუშევარი წარედგინა ნაცვლად 15-სა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენმა ნამუშევარმა მიიღო ნული ხმა. თითოეული ნამუშევრის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა განთავსებულ იქნა ზემოთ მოცემულ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე.


მიმდინარე წლის 28 ნოემბერს . ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმარა დროებითი კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნა წარმოდგენილი ნამუშევრები და საზოგადოების მიერ გაკეთებული შეფასებები, რის შედეგადაც კონკურსში გამარჯვებული არ გამოვლინდა არც ერთ კატეგორიაში, შესაბამისად, კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.


ამასთან, გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ვინაიდან ტურისტული კუთხით ქალაქის ბრენდირებისათვის უმნიშვნელოვანესია ტურისტული ლოგოს და სლოგანის არსებობა, ამიტომ ქალაქ ქუთაისის თვითმმარველობა კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესაქმნელად.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია