საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ISIS-სთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავა
2015/12/01 10:54:57

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეს წუთაია დამთავრდა ბრიფინგი, რომელზეც სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია ანტიტერორისტული მუხლით აღძრული საქმის გამოძიების შესახებ. როგორც ბრიფინგზე ითქვა, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ისლამურ სახელმწიფოსათან (ISIS) კავშირში ეჭვმიტანილი პირები მათი ბინების ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო იარაღები, ხალყუმბარები, ტერორისტული მოწოდებების შემცველი ლიტერატურა. 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის 410-ე ნაწილით მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერირისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას. გამოძიების ფარგლებში 2015 წლის 18 ნოემბერს თბილდისის საქალაბო სასამართლოს მიერ 11 საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 2015 წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მითითებულ მისამართებზე ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად, 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიკუთვნებული დროშები.

 

აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერრორისტული ცენტრისა და შსს-ს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. 

 

 აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია