საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ სოფლებს ახალგაზრდები სჭირდება და სტრატეგიაც მათი დაბრუნება უნდა იყოს
2015/11/29 16:26:51

როგორი უნდა იყოს ქართული სოფლის განვითარების კონცეფცია, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად მუშაობს. ძირითადი პოსტულატები ამ წლის ბოლომდე შემუშავდება და მათზე დაყრდნობით სტრატეგია მომავალ წელს დაიწერება. საუკეთესო მოდელად ამ ეტაპზე ექსპერტებს სლოვენია ესახებათ, რომელმაც სულ ახლახანს გაიარა ის გზა, რომელიც საქართველოსთვისაც ოპტიმალური ჩანს, – გზა დაქუცმაცებული წვრილი აგრო-მეურნეობებიდან ევროპული ყაიდის კონსოლიდირებულ მეურნეობებამდე; თანაც სლოვენიაში სახეზეა მოსახლეობის ქალაქებიდან სოფლად მიგრაცია – ის რაც საქართველოსაც ძალიან ჭირდება.

ამ მოდელის შესასწავ68e58e2d-be8f-451c-ab96-ab77ca92d88dლად საქართველოს სოფლის მეურნეობის დელეგაცია FAO-ს ორგანიზებით სლოვენიაში ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა და უკან კონკრეტული იდეებით დაბრუნდა. ”ძალიან მოგვეწონა სოფლად ახალგაზრდების ხელშეწყობის პრაქტიკა, რაც ერთი მხრივ სუბსიდირებით გამოიხატება და, მეორე მხრივ, აგრო-პროექტებში მათი პრიორიტეტულად ჩართვით” – ამბობს მარიკა გელაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. ”ამ მიდგომის შედეგია ის, რომ წელს სლოვენიის საუკეთესო აგრო-მეწარმედ 29 წლის ახალგაზრდა დასახელდა, რომელიც სოფელში სულ 5 წლის წინ დაბრუნდა და სამთავრობო პროგრამის ხელშეწყობით ძეხვის მცირე წარმოება შექმნა, სრული საწარმოო ჯაჭვით, რაც ხუთიოდე ძროხას და ძალიან პატარა საწარმოს მოიცავდა, ამჟამად კი ფერმაში 20-მდე სული საქონელი ჰყავს, აწარმოებს ბრენდულ ძეხვს და სლოვენიას გარდა იტალიაშიც წარმატებით ყიდის; – ჩვენც სწორედ ასეთი ისტორიები გვჭირდება, ახალგაზრდებს სოფელი არ იზიდავს და ქალაქში მიდიან სამუშაოს საძებნელად, იქ კი ისედაც ჭირს სამუშაო ადგილები” – დასძენს ის.

FAO-დან დელეგაციას სლოვენიაში ბექა ძაძამია ახლდა: ”წლების წინ სლოვენია იმითაც ჰგავდა საქართველოს, რომ სავარგულები ძალიან დანაწევრებული იყო, ოჯახზე საშუალოდ 2 ჰექტარი მიწის ფართი მოდიოდა(საქართველოში ეს მაჩვენებელი 1.25 ჰექტარია), თუმცა ფერმერთა კონსოლიდაციის შედეგად ეს მაჩვენებელი ამჟამად უკვე 5 ჰექტარია. ფერმერები, რომლებიც კონსოლიდაციას გადაწყვეტდნენ – განცხადებით მიმართავდნენ მთავრობას და შედეგად მათი გაერთიანებული მიწის ნაკვეთისთვის სპეციალურად ეწყობოდა შესაბამისი ერთიანი ინფრასტრუქტურა – გზაც და ირიგაციაც, და ფერმერთა ასეთი გაერთიანებისთვის სპეციალურად მუშავდებოდა ხელშემწყობი აგრო-პროექტები, გაიცემოდა გრანტები, სუბსიდიები, იაფი სესხები და აგრო-წარმოების საშუალებები” – ამბობს ის.

ასეთ მიდგომას, ცხადია სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა ჭირდება, რაც სლოვენიაში ძირითადად 61f1be0a-a9c8-46ff-ac0e-747fdd51aef2ევროკავშირმა იტვირთა და ის მზად არის საქართველოსაც დაეხმაროს. შესაბამისი პროგრამა ENPARD 2-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის) ფარგლებში ახლა იწყება.  საპილოტე პროგრამა 3 რეგიონში აიღებს სტარტს – ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის რაიონებში, რაზეც ამ ეტაპზე 3 მილიონი ევროა გამოყოფილი. ეს რაიონები იმ პრინციპით შეირჩა, რომ იქ აგრო-წარმოება არ არის წამყვანი საქმიანობა და შესაბამისად მაღალია გამოწვევაც, რომ სოფლები არამხოლოდ სოფლის მეურნეობის საქმიანობით განვითარდნენ – ეს ექსპერიმენტია, რომელიც შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოიცავს. რა შეიძლება იყოს ის პროექტები, რომელთა განხორციელება ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამას ადგილობრივები თავად გადაწყვეტენ – ესეც ევროპული მოდელია, რომლის ფარგლებშიც უკვე შეიქმნა ადგილობრივი აქტიური ჯგუფები (LAG-ი), ისინი შეიმუშავებენ ამა თუ იმ სოფლისთვის საჭირო  პროექტების იდეებს,შემდეგ კი მათ დახვეწასა და დაფინანსებაში ENPARD დაეხმარებათ, მათ შორის ასწავლის, როგორ მოიძიონ ალტერნატიული დაფინანსება სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან რომ სამომავლოდ დამოუკიდებლადაც შეძლონ მუშაობა – ”ევროპამ აჩვენა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია და თუ ევროპამ შეძლო, ჩვენც შევძლებთ” – ამბობს მარიკა გელაშვილი, ”მთავარია ეს ადგილობრივმა მოსახლეობამაც დაიჯეროს და სათანადოდ განეწყოს, ვფიქრობ სწორედ ეს იქნება წარმატების ფაქტორი. ერთმა რაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა სლოვენიაში ეს სოფლის მცხოვრებთა განწყობა იყო, ისინი ერთად ზრუნავენ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს მათი სოფელი, სად რა უნდა განვითარდეს, ერთად უვლიან გარემოს და, არამხოლოდ საკუთარ ეზოში, – ეზოს გარეთაც, სწორედ ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება ჩვენც და იმედია თანდათან დამკვიდრდება – ეს ახალი თაობის გასაკეთებელია და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში შეძენილი ცოდნით სოფელს დაუბრუნდნენ და იქ განახორციელონ თავიანთი ამბიციები” – დასძენს ის.

 

წყარო: enpard.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7760
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია