დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მოხალისეები იმერეთის რეგიონიდან
2015/11/29 16:24:41

პროექტის ,,საქართველოს მოხალისე'' ფარგლებში, სამტრედიის მოხალისეები სოფელ მიწაბოგირის მკვიდრს, 76 წლის ლამარა ანდრიაძეს ესტუმრნენ. 

მოხალისეებმა მარტოხელა ხანდაზმულ ქალბატონს მცირედი საჩუქრები მიუტენეს და საოჯახო საქმეების გაკეთებაში დაეხმარნენ.


***

პროექტის ,,საქართველოს მოხალისე'' ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოეწყო პრეზენტაცია თემაზე: ,, ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს გარშემო". ახალგაზრდებმა ისაუბრეს თავიანთ მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. შეხვედრაზე დაურიგდათ ბუკლეტები ეკოლოგიის საკითხებზე, დაიგეგმა ერთობლივი დასუფთავების აქცია.


***

პროექტის ,,საქართველოს მოხალისე'' ფარგლებში ქალაქ ზესტაფონის გამგეობის შენობაში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი გუნდური მუშაობის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა თანატოლგანმანათლებელი ირაკლი თევზაძე. ტრენინგი მიმდინარეობდა პრაქტიკული დავალებებითა და ენერჯაიზერებით. ტრენერმა გუნდს მიაწოდა ინფორმაცია გუნდის ცნებაზე, ეფექტური გუნდური მუშაობის კრიტერიუმებზე, რის საფუძველზეც მონაწილეებმა თეორიულად მიღებული ინფორმაცია სავარჯოშოების შესრულებით განამტკიცეს.


***

პროექტის ,,საქართველოს მოხალისეს'' ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლაში მოხალისეთა ინიციატივით მოეწყო შეხვედრა თემაზე: ,,როგორ ავირჩიო მომავალი პროფესია''. იმსჯელეს, თუ რა სირთულეები და გამოწვევები ახლავს სხვადასხვა პროფესიის არჩევას და რა მოთხოვნები აქვს შრომის ბაზარს.
მოსწავლეებს აინტერესებდათ ინფორმაციები სხვადასხვა სპეციალობების შესახებ.


***

პროექტის ,,საქართველოს მოხალისე'' ფარგლებში სამტრედიელმა მოხალისეებმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მიზნით საინფორმაციო აქციას გაუკეთეს ორგანიზება. აქციის გარდა, მოხალისეებმა იმაზეც იმსჯელეს, თუ რა უნდა გაკეთდეს მათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებში ცხოვრების უალტერნატივო წესის დამკვიდრებისათვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2344
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია