დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სემინარი ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის “როგორ გავაშუქოთ არჩევნები“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/11/27 03:22:03

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია  30 ნოემბერს,11 საათზე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამწყები ჟურნალისტებისათვის სემინარს გამართავს:“როგორ გავაშუქოთ არჩევნები“


სემინარის მიზანია  დამწყებ ჟურნალისტთა კვალიფიკაციის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა.


 სემინარი ორგანიზებულიასაარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრისდაფინანსებული პროექტის -„რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.


სემინარს წარმართავს მოწვეული ტრენერი, მედიაექსპერტი ეკა ფირცხალავა


სემინარის მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები;


დასწრება თავისუფალია.


სემინარის დღის წესრიგი და თემატიკა ასეთია:


  • არჩევნებიდან არჩევნებამდე, არჩევნების ისტორია ჟურნალისტებისთვის - მთავარი მოვლენები და პოლიტიკური ფიგურები (დემონსტრირება პოლიტიკური პლაკატებით);
  • არჩევნების გაშუქების დროს ინფორმაციის მოპოვების მექანიზმები - ინფორმაციის მოძიება და წყაროები მედიისთვის სამთავრობო რესურსების გამოყენებით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით და ინტერნეტით.
  • საარჩევნო კანონმდებლობა და მედიის როლი - არჩევნების მონიტორინგი და მედია. (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით) ;  
  • პოლიტიკური კამპანიები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ეთიკური სტანდარტები მედიისთვის.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, გაზეთ P.S.-ის მთავარ რედაქტორს, ნატო გუბელაძეს

 

მობილ: 577 247711; 599 107794;  ელფოსტა: nato2727@gmail.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია