დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მანდატურის სამსახურმა ხონის მუნიციპალიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის სიგელები გადასცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/11/26 17:07:02

მანდატურის სამსახურის უფროსმა ბატონმა ვახტანგ მეიფარიანმა მადლობის სიგელები გადასცა იმ სამსახურებსა და დაწესბულებებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები  ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის  განხორციელებულ გაფართოებულ შეხვედრებსა და ექსკურსიებში.


პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის პილოტირებას სსიპ მანდატურის სამსახური 2013 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.


2015-2016 სასწავლო წელს, საპილოტე პროგრამაში ჩართულია 944 საჯარო სკოლა და პროგრამა ყველა საპილოტე სკოლის მე-9 და მე-11 კლასებში ხორციელდება.


პროგრამის ფარგლებში, საპილოტე სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ პროფორიერნტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები. ასევე, სკოლები მასწავლებელთან და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით,  მოსწავლეებისთვის გეგმავენ ექსკურსიებს სასწავლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და გაფართოებულ შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან.


ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა 2014-2015 სასწავლო წელს 5 საჯარო სკოლაში ხორცილედებოდა. 2015-2016 სასწავლო წლისთვის მათი რიცხვი გაორმაგდა და პროგრამაში ხონის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა ჩაერთო, მათ შორის 4 ქალაქის და 6 სოფლის საჯარო სკოლები.  


 

ღონისძიებას დაესწრნენ ქალაქ ხონის 10 საჯარო სკოლის დირექტორი, ხონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია