დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოში ქალთა დაპირისპირების ტემპერატურა პიკს აღწევს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/11/25 19:07:35

ქუთაისის საკრებულოს "ოცნების" ქვოტის დეპუტატებს, ნატო ქათამაძესა და ლელა ქელბაქიანს შორის დაპირისპირება გრძელდება. ჯერ იყო და რესპუბლიკელმა ნატო ქათამაძემ "ამხილა" სახალხოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ქელბაქიანი, სხდომა ისე ჩაატარა, არ გამაგებინაო, მერე თავად ლელა ქელბაქიანმა "გამოაცხო" სახალხო პოსტი ფეისბუქში, ნატო ქათამაძემ ბოდიში მომიხადოს ან დამიმტკიცოს, რამდენ პარტიაზე ვარ გადამხტარიო... ჰოდა, აი, დღეს კვლავ ნატო ქათამაძის პასუხის პასუხი გამოქვეყნდა სრულიად ფეისბუქის ქსელში - ქელბაქიანი დაუმსახურებლად იღებს ხელფასს და იქით უნდა მოუხადოს ქუთაისელებს ბოდიშიო. აი, თავად გაეცანით ნატო ქათამაძის ფეისბუქსტატუსს და მიადევნეთ თვალი, ვინ მოიგებს "პიმპოკის" თამაშს... 


"21 ნოემბერს სოციალურ ქსელში გაჩნდა ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ლელა ქელბაქიანის წერილი სადაც ის ჩემგან ითხოვს ბოდიშის მოხდას და „განმარტავს“, ამა წლის 20 ნოემბერს, თუ როგორი კანონის დაცვით ჩაატარა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც თავადაა და მე როგორი კომპიუტერული ტექნოლოგიების არ მცოდნე და ჩემი ამომრჩევლის საჭიროებებზე ნაკლებად მზრუნავი დეპუტატი ვარ... 
საქმის არსში გარკვევის მიზნით მცირე ისტორიას მოგახსენებთ ამ თემასთან დაკავშირებით.


1. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ელექტრონულად (დოკუმენტალურად დღემდე არაა) საკრებულოში შემოვიდა 13 ნოემბერს, 19-30 საათზე, ანუ არასამუშაო საათებში. საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტის ნახვის საშუალება მოგვეცა 16 ნოემბერს....


16 ნოემბერსვე, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ოფიციალური წერილით, უკან გაითხოვა მოწოდებული ბიუჯეტის პროექტი. (ასეთი რამ რომ იმავე დღეს ბიუჯეტი ვინმეს გაეწვიოს ჯერ არსად არ გამიგია)


17 ნოემბერს, ნიკა ლატარიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სკრებულოს წევრებთან კონსულტაციის გარეშე გდააგზავნა უკან...


18 ნოემბერს, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე აღმასრულებელმა (ვიცე მერმა) და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნოკოლოზ ლატარიამ, რომელიც ამავდროულად არ კომისიის წევრიცაა, ჩაგვაყენა საქმის კურსში, ბიუჯეტის პროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით....


კომისიის სხდომაზე, დავსი შეკითხვა, თუ ბიუჯეტის პროექტი არ არსებობს, რას ვიხილავთთქო და კომისიის თავმჯდომარიდან იყო პასუხი-„რაც იყო შემოტანილი იმას ვიხილავთ“-ო. ჩავთვალე, რომ ეს არ იყო სწორი ფორმა და დღის წესრიგის დამტკიცებას მხარი არ დავუჭირე. ასევე, აღნიშნულ დღის წესრიგს მხარი არ დაუჭირა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა და ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა...


ამის შემდეგ უკვე, 20 ნოემბერს ჩემგან დამოუკიდებლად 3 საათზე იკრიბება კომისია ( შეიკრიბა თუ არა მაგიც საკითხავია) და მსჯელობენ ჯერ კიდევ არასებულ, უკან გაწვეულ ბიუჯეტზე. როცა ეს გავიგე, როგორც კომისიის წევრმა ვიკითხე, რატომ არ ვიყავი ინფორმირებული კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ...

 

ქალბატონი ლელა აღნიშნავს, რომ მან ელექტრონულად გამოაგზავნა 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის საკითხები და აქვე განმარტავს, რომ „ქალბატონი ნატოს ბრალდება თითქოს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ არ გააფთხილა, კომისიის რომელიმე წევრი, არის უსაფუძვლო. რაც იოლად შეიძლება გადამოწმდეს. ვინაიდან სისიტემა ინახავს ყველა მიმოწერას თარიღებისა და ადრესატების მინიშნებით“ ......


ზემოთ აღნისნულთან დაკავსირებით, აღვნიშნავ, რომ 19_ში მართლაც მოვიდა ელექტრონულად ინფორმაცია მაგრამ მოვიდა 20.01 საათზე. (გამოგზავნილია 19.56 საათზე), არასამუშაო საათებში. მომდევნო დღეს, 20 ნოემბერს, დღის 4 საათამდე ვიმყოფებოდი ოფიაციალურ შეხვედრებზე და ელექტრონულ ბაზასთან წვდომა არ მქონდა.

 

თუ გადავხედავთ ელ. საიტიდან ამოღებულ ინფორმაციას კარგად ჩანს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 8 წევრიდან (თავად მეეცხრეა) სხომის ჩატარების შესახებ ელექტრონულად იცოდა მხოლოდ 2-მა საკრებულოს წევრმა.

 

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა , სხდომას ესწრებოდა კომისის 9 წევრიდან 5 და ისინიც (თუ ბაზას დავუჯერებთ, რაც ქალბატონ ლელას გამორჩა მხედველობიდან) ვერ დაესწრებოდნენ თუ მხოლოდ ამ ელ. ბაზით იყვნენ ინფორმირებულნი (?!) მაგალითისათვის გიდგენთ, მათ მიერ ელექტრონულად ამ წერილების გახსნისა და გაცნობის დროს...

 


1. ნიკოლოზ ლატარია, რომელმაც 20_ში 16.39 საათზე ნახა ეს გზავნილი (ანუ სხდომის დამთავრების შემდეგ)


2. ბექა ყანჩელი, რომელსაც გუშინ სარამოს 8 საათამდე არ ქონდა გახსნილი ეს დოკუმენტი


3. სამსონ გუგავა, რომელსაც 20_ში 16.34 წუთზე აქვს გახსნილი დოკუმენტი (ანუ სხდომის დამთავრების შემდეგ)


4. თამაზი კიკვაძე 


5. და, თავად ლელა ქელბაქიანი

 

ლელა ქელბაქიანს ამ ამონაწერის თანახმად, კომისის სხდომის ქვორუმი არ ექნებოდა და როგორ ჩაატარა სხდომა?

 


ან თუ ჩაატარა, მაშინ დეპუტატები სატელეფონო ზარითაც იყვნენ ინფორმირებულნი და მე რატომ არ მაცნობეს კომისის სხდომის ჩატარების შესახებ?


აი, ასეთია ქელბაქიანის ერთი სიმართლე...

 

ასევე, ქალბატონი ლელა, თავის „უსტარში“ წერს: „ საკრებულოს ყველა წევრი მათ შორის ნატო ქათამაძეც, უკვე 6 თვეა ამ სისიტემის მიხედვით იღებს ამომრჩეველთა წერილებს და ყველა ოფიციალურ დოკუმენტაციას. ქათამაძის არაინფორმირებულობას 2 ახსნა აქვს, ის როგორც დეპუატი ან ნაკლებად ზრუნავს საკუთარ ამომჩეველზე, მათი მომართვების განხილვაზე, რადგან მთელი დღის მანძილზე არ გადაამოწმა პირადი კორესპონდეცია, ან მან უბრალოდ არ იცის ამ სისიტემის გამოყენაბა, რაც უკვე მისი კომპეტენტურობის პრობლემაა“

 


თუ ამ ციტატის ბოლოდან დავიწყებ, რამდენად ვიცი ქსელის გამოყენება (ის რომ კომპიუტერები უვარგისი და ქსელი გაუმართავია ეს სხვა პრობლებაა) ეს კარგად ჩანს ჩემს მიერ სწორედ ელ. ქსელიდან მოპოვებულ სწორედ იმ ინფორმაციაში, სადაც კარგად ჩანც როგორ „სამართლიანად“ ჩაატარა კომისიის სხდომა ქელბაქიანმა.
ქალბატონი ლელა, ამავე აბზაცში აღნიშნავს, რომ „ან ნაკლებად ზრუნავს თავის ამომრჩეველზეო“ -აქ უკვე ქელბაქიანს ცოტა მაინც მორალი რომ ქონდეს ამას ვერ უნდა ამბობდეს, ვინაიდან მე ნატო ქატთამაძეს რომელსაც ერთი თეთრიც არ მაქვს მიღებული ქუთაისის საკრებულოდან, ჩემი როგორც საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებისთვის და უანგაროდ ვემსახურები ქუთაისის მოსახლეობასა და ჩემს ამომრჩეველს, ამ დროს ლელა ქელბაქიანი, 1 700 ლარს ხელფასს იღებს იგივე საკრებულოში, ის ოღონდ იღებს საქმის არ კეთებაში... 

 


თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2015 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, 5 თვის მანძილზე 5 საათი არ ყოფილა ქუთაისის საკრებულოში და არ შეხვედრია მის ამომრჩეველს. დღიდან საკრებულოს წევრობისა, ის თვეში მხოლოდ 2 -3 დღით ჩნდება ისიც რამდენიმე საათით და არ მგონია მას მორალური უფლება ქონდეს , ჩემს მისათითებლად...
აქვე გამოვითხოვე, საკრებულო სპორტის ახალგაზრდობისა და კულტურის კომისიში მისი მუშაობისა და დასწრების რაოდენობრივი მაჩვენებლი ( მას, ისევე როგორც სხვას, ვალდებულება აქვს იმუშაოს საკრებულოს 2 კომისიაში) და აღმოჩნდა, რომ 2015 წელს აღნიშნული კომისიის 13 სხდომიდან, ესწრებოდა მხოლოდ 3 სხდომას...
ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩემს „პოლიტიკური გემოვნების“ საკითხს... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პარტია რისი წევრიც უკვე 11 წელია ვარ არის რესპუბლიკური პარტია და მისგან განსხვავებით, (ოპოზიციაშიც ვიყავი და პოზიციაშიც ვარ ) და არ ვღალატობ მას...

 

ლელა ქელბაქიანის სიცრუის ტირაჟირების კიდევ ერთი მაგალითს მოვიყვან,

 

მან, 2014 წელს, აგვისტოს ერთერთ საკრებულოს სხდომაზე, ერთ გვერდიანი მონოლოგი მიუძღვნა თინა ხიდაშელის ფეისბუქის პოსტს, სადაც მაშინდელი პარლამენტარი, თინათინ ხიდაშელი წერდა : „ქუთაისის საკრებულოს წევრებო თავს ნუ შეიწუხებთ პრემიების დამტკიცებაზე ფიქრით, ვინაიდან მაგას ყველაფერს კანონი დაარეგულირებსო...“ ამ სტატუსის გამო ( ლინკსაც დავდებ) მან ლამის ჯვარზე გააკრა პარლამენტარი და მისგან სახალხოთ ბოდიშის მოხდა მოითხოვა (ეტყობა მის „პრაქტიკაში“, ბოდიშის მოხდის ასეთი „მოთხოვნები“ კარგად აპრობირებული აქვს... ) მაშინ საკრებულოს წევრების გარკვეულმა კატეგორიამ მისი „პათოსი“ გაიზიარა და პარლამენტის დეპუტატის მიერ შეურაცმყოფელი მანტიით შემოსილები, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს სიცრუეა...

 


თუ გადავხედავთ, 2015 წლის ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების მიერ, 8 თვეში, მიღებული პრემიებისა და დანამატების რაოდენობას, კარგად ჩანს, თუ როგორ თქვა უარი ქუთაისის საკრებულოს წევრებმა პრემიებზე... 8 თვის მონაცემებით, ის 63 300 ლარია...

 

ესეც კიდევ მისი მორიგი „სამართლიანობა“...


და რამდენი ერთის გახსენება შეიძლება...

 

რაც შეეხება ჩემს მიერ, ქელბაქიანისადმი ბოდიშის მოხდას, მე, უმრავლესობის დეპუტატი, გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის მქონე ადამიანის მისამართით ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ 


თუ ბოდიშის მოხდაზე მიდგება საქმე, მე კი არ უნდა მოვუხადო ბოდიში, მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქუთაისის მოსახლეობის წინაშე, რომელთა ბიუჯეტიდანაც დაუმსახურებლად იღებს ხელფასს, ისე იღებს, რომ სამსახურშიც კი არ დადის ...

 

PS: ამის დაწერა 21 ნოემბრის მისმა ფეისფუქსტატუსმა გადამაწყვეტინა, აქამდე არ ვუპასუხე, ვიფიქრე მასთან პირადად გავარკვევდი "ამ ყველაფერს" და რადგან დღესაც, ისე როგორც ყოველთვის, სხდომას არ დაესწრო, ასე ვპასუხობ."

ნატო ქათამაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია