დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“
2015/11/25 18:30:54

25 ნოემბერს ქალთა მოძრაობის ჯგუფის მიერ ინიცირებულ ღონისძიებას ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი შეურთდა. 


ორგანიზება გაუკეთა აქციას, რომლის სლოგანს წარმოადგენდაადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“ 
აქციაში ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ცენტრის წევრები და სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. აქციის იზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული (არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, გოგონების ჯანმრთელობა და სიცოცხლე) პრობლემების შესახებ. 


ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წაიკითხეს მესიჯები ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების შესახებ, რომლის საშუალებით საზოგადოებას მოუწოდეს არ დახუჭონ თვალი და აიმაღლონ ხმა გოგონების საკუთარი ცხოვრების, არჩევანის, სწავლის, დამოუკიდებლობის უფლებების დასაცავად. აქციაში ქალაქში მოქმედი არასამთავრობო, საერთაშორისო, სამთავრობო და მედია სამსახურების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო კლუბის წევრები ღებულობდნენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეები კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდსოხუმისმიერ, ქალთა ძალადობის თემაზე ორგანიზებულ ღონისძიებასაც შეურთდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია