დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვის სამინისტრომ „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ (გაიდლაინი) დაამტკიცა
2015/11/25 16:07:02

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)  - „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში".


დოკუმენტი წარმოადგენს მეთოდურ რეკომენდაციას და ორიენტირებულია სკოლაში ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილი კვების სტანდარტების დანერგვისაკენ. იგი ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და დიდი ბრიტანეთისსკოლაში კვების სტანდარტებს" და მომზადებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით.

 


ჯანდაცვის სამინისტროში იმედოვნბენ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)  - „ ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში" მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბავშვთა ორგანიზებული კვების დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის მიწოდების უზრუნველყოფაში.

 

ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში (გაიდლაინი) – http://www.moh.gov.ge/files//2015/Failebi/29.10.15-1.pdf

 

 

წყარო: http://www.moh.gov.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7272
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია